დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებლის შეჯახებას რკინიგზის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა

თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა თბილისში, დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფომაციით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რა დროსაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ადგილზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამგზავრო მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა და საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო.