თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს 4 სექტემბერის 10:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
GWP-ს ცნობით, კომპანია ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: თეოფილე დავითაიას, პატარიძის, მშველიძის, ლეჟავას, ვაზის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, აჩაბეთისა და ხელოვანთა ქუჩებს, ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრო რაიონებს.
კომპანიაGWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.