თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზა ემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მხარის რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც წარმოადგენს ქუთაისთან დამაკავშირებელ ერთადერთ უმოკლეს გზას, რაც დაახლოებით 40 წელია არ გარემონტებულა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს New Road ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, სრული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გზაზე იგება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდ-ბოგირები, საგზაო ნიშნები და ბეტონის პარაპეტები.