თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. სომხეთის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 1 სექტემბერს ეწვია, იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
ვიზიტი ქართული მხარის მოწვევით შედგა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა. მაშინ სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.