თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ავიაკომპანია Wizz Air-ის რომი - ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, 75 წლამდე ქალი შეუძლოდ ფრენის დროს გახდა და მას ბორტზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება.
მომხდარის გამო თვითმფრინავი პირველივე შესაძლო მიმღებ აეროპორტში, ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაეშვა, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბორტის სხვა მგზავრებს ბულგარეთის აეროპორტში 4-5 საათი ლოდინი მოუწიათ. რეისი საქართველოში დილით ჩამოფრინდა.