პარიზის პარალიმპიური თამაშები: ქართველი პარაათლეტების 1-ელი სექტემბრის გამოსვლების განრიგი

პარალიმპიურ თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს.
Sputnik
თბილისი, 1-ელი სექტემბერი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე კვირას, 1-ელ სექტემბერს ორი ქართველი პარალიმპიელი - გიგა ოჩხიკიძე და ვლადიმერ ჭინჭარაული იასპარეზებენ.
პარასროლა: ვლადიმერ ჭინჭარაული (შაშხანით სროლა R5 კატეგორიაში 10 მეტრზე). დასაწყისი - 11:30 სთ.
პარამძლეოსნობა: გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა, F53). დასაწყისი - 12:00 სთ.
პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ეტლით ფარიკაობა: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი
პარამძლეოსნობა: გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა), დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა)
პარატაეკვონდო: ანა ჯაფარიძე (-54 კგ), ლია ჩაჩიბაია (-47 კგ), გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ)
პარასროლა: ვლადიმერ ჭინჭარაული (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე)
პარაძიუდო: ზურაბ ზურაბიანი ( -60 კგ), გიორგი ქალდანი (-73 კგ), ინა ქალდანი (+70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ)
პარაწოლჭიმი: აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).