ავარია კახეთში - დაღუპულია ტაქსის მძღოლი

დაშავებულია ერთი მგზავრი.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. დაშავებულია ერთი მგზავრი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.