თბილისის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა გრძელდება

მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად ირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით ქუჩების ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები კვლავ გრძელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები. თბილისის ქუჩებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეცტექნიკის საშუალებით რეცხავს.
„ამჟამად დიდ დიღომში, ასევე გლდანსა და მელიქიშვილის გამზირზე ირეცხება ქუჩები და სუფთავდება ურნები. ეს პროცესი მთელი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, თუ ამინდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ნალექი არ არის. ეს სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა, ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება.
იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა.