თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 6%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1. 367,2 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1. 699,3 ათასი ვიზიტი (6,2%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 722,9 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,2% შეადგინეს. მათი მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – აჭარა.
სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
საქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად, ასევე საყიდლებისთვის, დასასვენებლად და სამკურნალოდ.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)
ვიზიტის მიზანი | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, % |
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 890,7 | 52,4 |
შოპინგი | 252,7 | 14,9 |
დასვენება და გართობა | 179,5 | 10,6 |
მკურნალობა | 151,9 | 8,9 |
მეორე სახლის მონახულება | 146,1 | 8,6 |
პროფესიული საქმიანობა | 24,6 | 1,4 |
სხვა | 53,9 | 3,2 |
შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 264,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 6,6%-ით და 155,5 ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი |
შოპინგი | 98,3 | 57,8 |
საკვები და სასმელი | 60,7 | 35,7 |
ტრანსპორტი | 57,2 | 33,6 |
განთავსება | 5,6 | 3,3 |
გართობა | 1,7 | 1,0 |
სხვა | 40,8 | 24,0 |
შიდა ტურისტების 56,3% ქალია.