ქართველი ლეგიონერები ევროპაში: საბა საზონოვი იტალიის „ემპოლიში“ გადავიდა

„ემპოლიში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი კარიერას იტალიის „ემპოლიში“ გააგრძელებს, ფეხბურთელის ფოტო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა.
საზონოვი, რომელიც მანამდე „ტორინოში“ თამაშობდა, ახალ კლუბში იჯარით გადავიდა. გარდა ამისა, მომავალ სეზონში „ემპოლის“ საზონოვის გამოსყიდვის უფლება ექნება. ტრანსფერის თანხა არ სახელდება.
„ემპოლიში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე.
საზონოვმა იტალიელებთან კონტრაქტი 2023 წლის აგვისტოში გააფორმა. „ტორინომ“ მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში გამორჩეული თამაშის შემდეგ შეიძინა. საზონოვმა თავდაჯერებულად ჩაატარა ოთხი მატჩი და პორტუგალიას გოლიც გაუტანა.
„ტორინომ“ 2023/2024 წლების იტალიის ჩემპიონატის სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა. გუნდმა 38 მატჩში 53 ქულა მოაგროვა.
რაც შეეხება საზონოვის ახალ კლუბს, გასული სეზონი „ემპოლიმ“ 36 ქულით მე-17 ადგილზე დაასრულა.