თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გუშინ გვიან საღამოს დიდ დიღომში, მირიან მეფის და თინათინის ქუჩის კვეთაზე ჰიპერმარკეტ „ფრესკოს“ ქსელის მშენებარე ფილიალის პირველი სართული ჩამოინგრა.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობაზე იმყოფებოდნენ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
შენობის ჩამონგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.