უეფას ერთა ლიგა: ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მატჩზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის განაცხადში ორი ახალწვეულია
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც უეფას ერთა ლიგის პირველ ორ ტურში ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩებისთვის გამოიძახა.
ქართველი ფეხბურთელები მატჩებისთვის მზადებას 2 სექტემბერს თბილისში დაიწყებენ. საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი ალბანეთს სტუმრად შეხვდება. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობის უფლება გასულ სეზონში C ლიგაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია - უკრაინული „ჩერკასის" წევრი, პოზიციით ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური „კაირათის" მცველი ლუკა გადრანი. გარდა ამისა, მწვრთნელმა გუნდში დააბრუნა მცველი ირაკლი აზაროვი („შახტარი“).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი).
2024/2025 სეზონის უეფას ერთა ლიგის პირველი წრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 სექტემბერს 20:00 საათზე გამართავენ.
კალაძე: რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენება გაიმართება>>
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
7 სექტემბერი, საქართველო-ჩეხეთი,
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.