რუსეთის საგარეო უწყება: უკრაინელები კურსკში მშვიდობიან მოქალაქეებს იტაცებენ

Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინელი ბოევიკები მშვიდობიან მოქალაქეებს იტაცებენ კურსკის ოლქში, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.

„არსებობს მონაცემები, რომ უკრაინელი ბოევიკები ადამიანებს იტაცებენ. ისინი იჭერენ მშვიდობიანი მოქალაქეებს და მიჰყავთ გაურკვეველი მიმართულებით. ხშირად მათთან კონტაქტი და მათი მონაცემები იკარგება, თუ სად წავიდნენ ისინი — დატოვეს თუ არა უკრაინის ტერიტორია, იმყოფებიან თუ არა საიდუმლო ციხეებსა თუ სარდაფებში", - აღნიშნა მან „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.

ელჩის თქმით, უკრაინელი ქვედანაყოფები „ტერორისტი ბოევიკებივით იქცევიან“. მიროშნიკმა ასევე განმარტა, რომ მათ აქვთ უკრაინელების მიერ გატაცებულთა წინასწარი სიები, რომლებიც საბოლოო არ არის.