პროექტ „კარაკუტას“ მცირე სარაკეტო გემების სერია შესაძლებელს ხდის, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გაერთიანებების დამრტყმელი სიმძლავრის მნიშვნელოვან გაზრდას. დღეს მცირე სარაკეტო გემების მთავარი იარაღია - მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“, რომელსაც შეუძლიათ 2500 კილომეტრის სიშორეზე გაანადგურონ მიზანი.
26 აგვისტოს კასპიისკში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში საზეიმოდ მიიღეს პროექტ 22800-ს მცირე სარაკეტო გემი „ამური“ .
მცირე4 გემისადმი დიდი ყურადღება შემთხვევითი არაა. ახალ „ კარაკუტს“ შეუძლია, ეფექტიანად შეასრულოს ამოცანები დამოუკიდებლად და დაჯგუფებების შემადგენლობაში, წარმატებით გაანადგუროს მიზნები კასპიისკის პირსიდან 2500 კილომეტრის სიშორეზე.
მაგალითად, პოლონეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთელ ტერიტორიაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინელ ბანდერეველებზე, რომლებსაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მეთოდურად ანადგურებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. რუსული ფლოტის მაღალი სიზუსტის იარაღის მატარებლებით აღჭურვის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება...
რუსული ფლოტის მოდერნიზაცია მუდმივად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შეიქმნა სარაკეტო კატერები „მოლნია“, ზებგერითი გემსაწინააღმდეგო რაკეტებით П-270 „მოსკიტი“, უზარმაზარი დამრტყმელი სიმძლავრით, რომელსაც შეეძლო, მოწინააღმდეგის ავიამზიდის დაძირვა. უდავოდ, თანამედროვე ბირთვული სარაკეტო კრეისერები წყლის ქვეშ და „კარაკუტას“ ტიპის მცირე სარაკეტო გემები წყალზე წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურად ოპტიმალურ სტრატეგიას უახლესი ათწლეულებისათვის.
ამასთან, სამხედრო ძლევამოსილების დასავლური რეიტინგის Global Firepower – 2024 თანახმად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი პირველია მსოფლიოში, ხოლო აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები - მეო9თხე ადგილზეა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორი მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე