რა დაჯდება ბავშვის მომზადება სკოლისთვის საქართველოში: ფასები

ზაფხულის არდადეგები მალე დამთავრდება, სასწავლო პროცესისთვის მომზადება კი პიკს აღწევს
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლის დაწყებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება და მშობლები უკვე აქტიურად ყიდულობენ საკანცელარიო ნივთებს.
რა დაჯდება ბავშვის სასკოლედ მომზადება 2024/2025 სასწავლო წელს
სასწავლო წელი საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი ემთხვევა დასვენების დღეს, სწავლა იწყება პირველ მომდევნო სამუშაო დღეს. წელს სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება, რადგან 15 სექტემბერი კვირაა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს საკმაოდ დიდი რაოდენობის სასკოლო ნივთები სჭირდებათ, ამ ნივთების შესაძენი თანხა ინდივიდუალურია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად შეიძენთ საქონელს, მის ხარისხსა და ვიზუალურ მხარეზე.
სასკოლო ზურგჩანთის „შესავსებად“ საჭირო თანხა 75 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს.
ძირითადი საკანცელარიო საქონლის ფასები

დასახელება

ფასი

ზურგჩანთა

40 - 150 ლარი

პენალი

15 - 10 ლარი

სახატავი ალბომი

3 - 7 ლარი

საღებავები/ფლომასტერები

2 - 15 ლარი

მაკრატელი

2 - 7 ლარი

ფერადი ქაღალდები

2,5 - 5 ლარი

რვეული

2,5 - 3 ლარი

ფერადი ფანქრების ნაკრები

1,5 - 20 ლარი

სახაზავი

0,7 - 1,2 ლარი

წებო

0,6 - 1,5 ლარი

კალამი

0,5 - 5,5 ლარი

სათლელი

0,5 - 4 ლარი

საშლელი

0,4 - 1 ლარი

უბრალო ფანქარი

0,3 - 1,5 ლარი

საჯარო სკოლებში ერთიანი სასკოლო ფორმა არ არსებობს, ამიტომ მოსწავლის გარდერობის შეძენა მშობლების მატერიალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა საქონლის და მომსახურების დიდი ნაწილი, მათ შორის საკანცელარიო ნივთები.