თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
დაკავებულები 33 და 35 წლის მამაკაცები არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველებმა სახლის გატეხვის შემდეგ ნივთები გამოიტანეს და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვეს, რა დროსაც პოლიცია აედევნა.
ეჭვმიტანილების მანქანაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც პოლიციამ ოქროს ძვირფასი ნივთები და ბინის გასატეხი სპეციალური ხელსაწყო ამოიღო.