თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. გურჯაანში სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა მეუღლე და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით ადრეც დაკავებულიც იყო. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.