სერდიუკოვი: CSTO-ს სწავლებები სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული

Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სწავლება შუა აზიაში არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, განაცხადა CSTO-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურმა ანდრეი სერდიუკოვმა.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ დაგეგმილი ღონისძიებები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარებთან (კოლექტიურ ძალებთან), ემსახურება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას, სრულად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ“, — აღნიშნა მან ბრიფინგზე.
შეგახსენებთ: CSTO-ს სწავლებები ყირგიზეთში, ყაზახეთსა და ტაჯიკეთში სექტემბერსა და ოქტომბერშია დაგეგმილი.