ზახაროვა: ფეიკია, რომ თითქოს უკრაინელი მეომრები მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებიან

Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. უკრაინა აქტიურად ავრცელებს ფეიკებს იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინელი ჯარიკაცები უწყინარად იქცევიან და ცდილობენ დაეხმარნენ კურსკის ოლქის მოსახლეობას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, ამ ცრუ ხმებს სწრაფად ეხდება ფარდა, ვინაიდან თავად უკრაინელი მეომრები საუბრობენ იმაზე, რომ მეთაურები მშვიდობიანი მცხოვრებლების დახოცვას, მოროდიორობას, სახლებისა და მაღაზიების გაძარცვას აიძულებენ.

„ამ ფონზე უკრაინული პროპაგანდის მცდელობები, შეთითხნოს ფეიკები თითქოსდა უწყინარ, მშვიდობიანი მოსახლეობის საჭიროებებისადმი ყურადღებიან ინტერვენტებზე, რომლებიც ჩვენს მიწაზე შემოიჭრნენ, ცინიკურად გამოიყურება“, — აღნიშნა ზახაროვამ.