თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, სავარაუდოდ, უწყების შენობის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
უწყების ეზოში 28 წლის ქალის ცხედარი გუშინ ნახეს.
გავრცელებული ინფორმააციით, ახალგაზრდა ქალი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად მაგისტრატურის სტუდენტი იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.