იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

უწყების ეზოში 28 წლის ქალის ცხედარი გუშინ ნახეს.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსa და თანამშრომლებს სამძიმარს უცხადებს.
იუსტიციის სამინისტროს ეზოში 28 წლის ქალის ცხედარი გუშინ ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, უწყების შენობის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა - იგი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად მაგისტრატურის სტუდენტი იყო.
„იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტრო საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საზოგადოებას მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.