გურჯაანში ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. კახეთში ეჭვიანობის ნიადაგზე სამი პირი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი".
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე სოფელ ახაშენში ეჭვმიტანილის სახლში სუფრა იყო გაშლილი. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ორმა ახალგაზრდამ ქალი გემრიელი კერძებისა და კარგი გამასპინძლობისთვის შეაქო და ხელზე ეამბორა, რამაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მისი ქმარი გააღიზიანა.
ეჭვიანმა მამაკაცმა, აღნიშნული ქეიფიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ახალგაზრდა მამაკაცები, შემდეგ კი საკუთარი ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა - სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას სამართალდამცველები ეძებენ.