თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი შემოდგომიდან ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს, ნათქვამია კომპანია TAV GEORGIA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი 6 ნოემბრიდან ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.
ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.
Sky Express-ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.