ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახში შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა სოფელ ჭალადიდში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახში შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 56 წლის მამაკაცმა ძმას ნამგლით ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება პირს, რომელმაც ძმას ჭრილობები მიაყენა, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.