რამდენი სასტუმროა საქართველოში: სტატისტიკური მონაცემები

მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 107,7 ათასი შეადგინა, რაც 10,1%-ით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. 2023 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 2.435 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2.488 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას, რაც 12,4%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, გასულ წელს დაწესებულებების 99,7% კერძო, ხოლო 0,3% - სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3,729,5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 16,7%-ით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1.557,3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 4,5%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 107,7 ათასი შეადგინა, რაც 10,1%-ით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 9,5%-ით და 50,1 ათასი შეადგინა.
2023 წელს საქართველოს სასტუმროები 5 მილიონზე მეტ სტუმარს მოემსახურა, რაც 1,2%-ით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60,2%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ., მათი დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
ევროკავშირის ქვეყნების წილმა უცხოელი სტუმრების 7,2%-ს შეადგინა რომელთა შორის 29,2%-ს გერმანიის, ხოლო 26,6%-ს - პოლონეთის მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო დაახლოებით 26,5 ათასი ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54,3%) ქალები წარმოადგენდნენ.