„ერევანი-თბილისი" მგზავრებს 3 სექტემბრიდან მოემსახურება

სექტემბერში მატარებელი ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს - ერევნიდან კენტ, თბილისიდან კი ლუწ რიცხვებში.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. კომპანია „სამხრეთ-კაკკასიის რკინიგზა“ 3 სექტემბრიდან ერევნიდან თბილისის მიმართულებით მგზავრებს გადაიყვანს, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, თბილისის მიმართულებით აღნიშნული მარშრუტი მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებიდან დროებით შეჩერდა, რადგანაც ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მატარებლებმა ერევნიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობა დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბერში მატარებელი ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს - ერევნიდან კენტ, თბილისიდან კი ლუწ რიცხვებში.
მატარებელი „სომხეთი“ ერევნიდან ყოველდღიურად 21:30 საათზე გამოვა და დანიშნულების ადგილზე 07:35 საათზე იქნება - მატარებელი მანძილს თბილისამდე 10 საათსა და 5 წუთში დაფარავს.
მატარებელი „ერევანი-ბათუმი-ერევანი" დადგენილი გრაფიკით მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე იმოძრავებს.