თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები 14 სპორტსმენით წარდგება, რომელიც მედლების მოსაპოვებლად სპორტის ექვს სახეობაში იბრძოლებს.
ზაფხულის XVII პარალიმპიური თამაშები პარიზში ოფიციალურად 28 აგვისტოს გაიხსნება და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საშეჯიბრო პროგრამა 29 აგვისტოს დაიწყება - 11 დღის განმავლობაში სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი გათამაშდება.
ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.
პარაათლეტების უმრავლესობა პარიზში პარასკევს, 25 აგვისტოს გაემგზავრა. ეტლით მოფარიკავეები ნაკრებს 30 აგვისტოს შეუერთდებიან, 1 სექტემბერს კი საქართველოს დელეგაციას პარაძიოუდოს გუნდიც შეუერთდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ეტლით ფარიკაობა: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი
პარამძლეოსნობა: გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა), დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა)
პარატაეკვონდო: ანა ჯაფარიძე (-54 კგ), ლია ჩაჩიბაია (-47 კგ), გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ)
პარასროლა: ვლადიმერ ჭინჭარაული (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე)
პარაძიუდო: ზურაბ ზურაბიანი ( -60 კგ), გიორგი ქალდანი (-73 კგ), ინა ქალდანი (+70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ)
პარაწოლჭიმი: აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).