თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 2024 წლის 28 სექტემბრიდან ნოვოსიბირსკი-თბილისის პირდაპირ რეისებს განახორციელებს, ნათქვამია „ტოლმაჩევოს“ საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე.
პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
ნოვოსიბირსკიდან გამგზავრების დრო ადგილობრივი დროით 06:50 საათზეა, თბილისში დაშვება ადგილობრივი დროით 08:10 საათზე. მგზავრობის დრო - 4 საათი 20 წუთი.
ამ დროისთვის ფრენები მხოლოდ ერთი თვის განმავლობაშია დაგეგმილი - 2024 წლის 26 ოქტომბრამდე.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.