თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველო 24 აგვისტოს ქვეყნის კონსტიტუციის მიღების დღეს აღნიშნავს.
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღიდან 29 წელი გავიდა. დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონი 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტში მას შემდეგ მრავალი ცვლილება შევიდა.
კონსტიტუციის შემუშავება დაიწყო 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ და გაგრძელდა სამი წელი. პროცესში გათვალისწინებული იყო იმდროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური აზროვნების მიღწევად ითვლება.
საქართველოს პირველი კონსტიტუცია
© courtesy of Beka Andria Devnozashvili
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი თარიღია. 1921 და 1995 წლების კონსტიტუციების ორიგინალები საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა შევიდა 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.
2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მიღებულ იქნა კონსტიტუციის განახლებული რედაქცია, რომლის თანახმად საქართველო გადავიდა საპარლამენტო მოდელზე, ხოლო პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილების მქონე სიმბოლურ ფიგურად იქცა.