თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. მოლდოვაში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა პარასპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს - 96 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
მოლდოვა მასპინძლობს მკლავჭიდის 45-ე მსოფლიო ჩემპიონატს და პარამკლავჭიდის 26-ე მსოფლიო ჩემპიონატს. ჩემპიონატში 60 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ტურნირი დღეს სრულდება.
საქართველოს ნაკრებმა პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 96 მედალი მოიპოვა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
საქართველომ სულ 36 ოქროს, 32 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი პარამკლავჭიდელები მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
საქართველოს ნაკრებმა პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 96 მედალი მოიპოვა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქართველ პარამკლავჭიდელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს“, - ნათქვამია სამინისტროს მილოცვის ტექსტში.