თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორმხრივ რეჟიმში თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო დროებით შეზღუდული იყო, აცხადებენ უწყებაში.
„სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში თავისუფალია, აღნიშნეს უწყებაში.