საქართველოში კონტრაბანდული ოქროს სამკაულების შემოტანა სცადეს

აღმოჩენილი არადეკლარირებული ოქროს ნივთების წონა 653,2 გრამია.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა 19-21 აგვისტოს პერიოდში საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „სარფი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 653,2 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ 135.296 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
წყარო - შემოსავლების სამსახური