თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. შევხვდი უკრაინაში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების თაობაზე მოვახსენე, წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში.
„უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან საგულისხმო მოლაპარაკებები გაიმართა. <...> გუნდთან ერთად, ამერიკელ პარტნიორებს მივაწოდაეინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, განსაკუთრებით სუმის რეგიონის ტერიტორიებზე. <...> ასევე განვიხილეთ უკრაინის არმიის მნიშვნელოვანი საჭიროებები“, – ნათქვამია მინისტრის პოსტში.
როგორც უმეროვი წერს, უკრაინის მიზანი აღნიშნულ რეგიონში – ეს საზღვრისპირა ტერიტორიების რუსული სამხედრო საფრთხეებისგან გასუფთავება და უკრაინის ქალაქებისა და სოფლების „მტრის დაცხრილვებისგან“ დაცვაა.
ამასთან, კონგრესმენებთან შეხვედრაზე უკრაინელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მოკავშირეებისგან სწრაფი ნებართვის მიღება იმაზე, რომ სრულად გამოიყენონ შორის რადიუსის იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად.
რუსეთში მიაჩნიათ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარებას, რომ ეს პირდაპირ ითრევს ნატო-ს ქვეყნებს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.