ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები

მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა აქტიურად ხორციელდება
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით შემცირდა და 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტი რუსეთში კი 2,2%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 7 თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 11,4% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-ივლისში

მაჩვენებელი

მაჩვენებელი, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

407,2

-2,2

იმპორტი

1 020,6

-6,1

სულ

1 427,8

-5

2024 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: თითქმის 87,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 44,6 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 39,6 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 22,1 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, 4 ათასი ტონა ხილი.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-ივლისში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

121,5

22,4

სპირტიანი სასმელები

84,9

192,0

მინერალური წყლები

47,8

26,5

ლიმონათი

34,7

-5,8

ხილი

23,5

38,5

რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-ივლისში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 134,3 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 431,7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 390,9 ათასი ტონა გაზი, 54,6 ათასი ტონა კოქსი, 53,9 ათასი ტონა ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი) და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-ივლისში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

330,7

-13,6

გაზი

104,7

11,5

ნახშირბადოვანი ფოლადი

32,9

19,7

ხორბალი და მესლინი

32,3

23,9

კოქსი

28,0

13,9

2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.