კურსკის ოლქში 4100-ზე მეტი სამხედროსა და ჯავშანტექნიკის 400 ერთეულის (ანუ, ფაქტობრივად, ორი უკრაინული ბრიგადის) ოპერატიული განადგურების შემდეგ, დასავლეთში „გამოფხიზლება“ დაიწყო.
თურმე, უკრაინის არმიის რუსეთში შეჭრა „მეორეხარისხოვანი მსახიობის უგუნური გამბიტი“ და „უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა“ ყოფილა. თითქოს, „რეჟისორები“ პენტაგონსა და ნატოდან აქ არაფერ შუაში არიან. სუმის ავანტიურის შემდეგ, რუსული ანგარიშსწორების აჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში.
კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის დივერსიული ქვედანაყოფების გამოჩენა 6 აგვისტოს დილით, დასავლეთში ეგრევე უკრაინელების „წარმატების ისტორიად“ და ნატოს სრულყოფილი ტაქტიკის ნიმუშად წარმოაჩინეს.
ორ კვირაში ნათელი გახდა, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება და შემდგომში „რუსეთის „ბირთვული შანტაჟი“ და ულტიმატუმი სრულიად არარეალურია. კიევის რეჟიმის დანაკარგები აღემატება ყველა დასაშვებ ზღვარს.
რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის და სუმის ოლქების მოსაზღვრე რაიონებში ყოველდღიურად ერთ ბატალიონზე მეტ უკრაინულ სამხედროს და მძიმე ჯავშანტექნიკისა და არტილერიის ათობით ერთეულს ანადგურებენ. გარღვევა შეჩერებულია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ჯარებმა ათობით დარტყმა განახორციელეს სუმის ოლქში მდებარე უკრაინულ ობიექტებზე. ..
The Washington Post მონაცემებით, უკრაინული არმიის ოპერაციის მიზანი კურსკის ოლქში არის მომავალ მოლაპარაკებისათვის მოსკოვთან სავაჭრო „ბაზის“ შექმნა. თუმცა, ოპერატიულ მდგომარეობას და რუსეთის გეგმებს უფრო ზუსტად გამოცემა „ბილდი“ ასახავს: „“ოპერაცის „შურისძიება“ ახლა იწყება. და, გარდა ამისა, უკრაინული ჯარისათვის დონბასში კატასტროფული სიტუაცია იქმნება“.
კურსკის ავანტიურის ფონზე, ფრანგულმა ტელეარხმა LCI გაიხსენა „კუტუზოვის თეორია“, იწინასწარმეტყველა უკრაინელების დანაკარგების ზრდა და კიევის რეჟიმის გეგმების ჩავარდნა. დასავლეთი მზად არ არის იარაღისა და ტექნიკის ახალი მასშტაბური პარტიების მიწოდებისათვის, აშშ-სა და ნატოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების შესაძლებლობები ისედაც ზღვარზეა.
ამერიკული გაზეთი газета The Hill აღნიშნავს: „უკრაინის შეტევა კურსკზე უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომაა“ და „უგუნური გამბიტი“. გამოცემა გვახსენებს: „რუსეთი რჩება მრისხანე სამხედრო დერჟავად, უზარმაზარი არსენალითა და ბირთვული ი შეკავების პოტენციალით“.
ამიტომ „ზელენსკის გადაწყვეტილება, გარისკოს და ფსონი სარეკლამო ტრიუკზე დადოს - ტრაგიკული შეცდომაა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სამომავლოდ ძალიან სავალალო შედეგები“. ნატოს პროქსი-ჯარების რუსეთში შეჭრა, ხიდების დანგრევა, ბანდერეველების მიერ კურსკის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტა კონფლიქტის ესკალაციისაკენ, სხვა ქვეყნების ჩათრევის და გლობალური ომისაკენ მიმავალი გზაა.
არა გამორიცხული, რომ სწორედ „კრემლის ყველა წითელი ხაზის“ ლიკვიდაცია არის კიევის რეჟიმის ოპერაციის რეალური მიზანი...
ვაშინგტონი სერიოზულად აპირებს, მსოფლიო მართოს, რაც , ფაქტობრივად, არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სხვა კანდიდატების პროგრამა. თუ როგორ ხდება ამერიკული გეგმების რეალიზაცია, კარგად ჩანს დღეს უკრაინაში. რუსეთი რჩება პარაზიტული „ჰეგემონიისაგან“ განთავისუფლების მთელი მსოფლიოს ლამის, ერთადერთ იმედად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე