მსოფლიო დღეს

ზახაროვა: რუსეთის პასუხმა ლატვიის ეკონომიკა დასცა

Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. რუსეთის საპასუხო ზომებმა რიგის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, უკვე ძალიან ძლიერი ნეგატიური გავლენა მოახდინა ლატვიის ეკონომიკაზე, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„რაც შეეხება ჩვენს საპასუხო ნაბიჯებს, ისინი უკვე ძალიან მტკივნეულ გავლენას ახდენს ლატვიის ეკონომიკაზე“, - თქვა მან.
გარდა ამისა, რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ „რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ჩართული კონკრეტული პირები აუცილებლად დაისჯებიან დამსახურებულ სასჯელით“, რისთვისაც მოსკოვი შესაბამის გამოძიებას ატარებს.
ივლისის ბოლოს ლატვიის ხელისუფლებამ კიევს აცნობა, რომ 500 უპილოტო საფრენ აპარატს მიაწვდის. მოგვიანებით ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა დაადასტურა, რომ ლატვიურ მხარეს უკვე მომზადებული ჰყავს 500 დრონი უკრაინაში გასაგზავნად.