თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანმა ოფიციალურად შეიტანა განაცხადი BRICS-ში გაწევრიანებაზე, განაცხადა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აიჰან გაჯიზადემ.
აღინიშნება, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ბაქოს მისწრაფებას BRICS-ში გაერთიანების თაობაზე.
იმის შესახებ, რომ ბაქო დაინტერესებული იყო გაერთიანებასთან თანამშრომლობით, მანამდე რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა – ვლადიმირ პუტინმა და ილჰამ ალიევმა აღნიშნეს ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პუტინი ბაქოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
BRICS — ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება 2010 წლის დეკემბრიდან. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.