მოსაზრება: შურისძიება სუმში და დაჩქარება დონბასში

Sputnik
უკრაინელი და ნატოელი სტრატეგების სუმის ავანტიურამ გაართულა ოპერატიული მდგომარეობა და მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის არმიის დანაკარგები, მაგრამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსული ჯარების სრულ უპირატესობაზე გავლენა ვერ მოახდინა.
სუმის და კურსკის ოლქების მოსაზღვრე რაიონები ხაფანგად და უკრაინის ჯარის ცოცხალი ძალის და საბრძოლო ტექნიკის „დემილიტარიზაციის ეპიცენტრად იქცნენ. ამასთან, დონბასის ტერიტორია ბანდერეველებისა და ნატოელი „მოხალისეებისგან“ თავისუფლდება მზარდი ტემპებით.
მოსკოვი ზელენსკის კურსკის ავანტიურის პრობლემად ოპერატიულად წყვეტს შედარებით მცირე რეზერვებით, „აღმოსავლეთის ფრონტიდან“ მრავალათასიანი შენაერთების გადასროლის გარეშე (როგორც ამას კიევში, ლონდონსა და ვაშინგტონში ელოდნენ). სპეციალური ოპერაციებისა და სხვა შენაერთების ძაოლებით, დამრტყმელი დრონებით, ავიაციითა და არტილერიით, რუსეთმა მოსაზღვრე რაიონებში უკრაინის ჯარის გარღვევა შეაჩერა და აქტიურად ანადგურებს ბანდერეველების ჯარებს - სუმის ოლქში მეორე ეშელონის ჩათვლით. ..
ძირითადი ბრძოლები კურსკის ოლქის კორენევისა და სუჯის რაიონებში გრძელდება. რუსეთის ჯარები კიევის რეჟიმის მოიერიშე შეტევებს იგერიებენ, აქტიურად ანადგურებენ დისლოკაციის წერტილებსა და საბრძოლო ტექნიკად სუმის ოლქში, აგრეთვე ობიექტებს კიევის, ოდესის და ვინიცკის ოლქებში. ..
გარღვევისათვის უკრაინის რესურსები ამოწურულია. კიევში მიმდინარეობს მოვლენების მტკივნეული გადაფასება. კერძოდ „კურსკის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების“ (სულელური) გეგმა რუსეთისთვის ულტიმატუმის წამოსაყენებლად. „სუმის გარღვევაში“ ნატოს პირდაპირი მონაწილეობა (და მარცხი) დაადასტურა თხუთმეტმა უცხოელმა დაქირავებულმა, რომლებიც ტყვედ იყვნენ აყვანილი სუჯის რაიონში.
„ჩრდილო ფრონტმა“ სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიული ამოცანები, მიზნები და პრიორიტეტები არ შეცვალა. რუსეთის არმიის შეტევითი აქტიურობა დონბასში იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში განთავისუფლებულია დასახლებული პუნქტები: ნიუ-იორკი, სვირიდონოვკა, ზავეტნოე, არტემოვო. რუსეთის ჯარები შევიდნენ ტორეცკში და უკრაინულ საჯარისო შენაერთებს ქალაქის უბნებში აქტიურად უტევენ.
ბანდერეველების ევაკუაცია პოკროვსკის მიმართულების ერთბაშად სამ ქალაქში დაიწყო. წარმატებით ვითარდება რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევა ფრონტის უგლედარის მონაკვეთზე.
კურსკის მიმართულებაზე მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 330-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკის 27 ერთეული დ, ორი საარტილერიო დანადგარი და სამი ნაღმფრქვევი დაკარგა. ჯამში კი, კიევის სუმის ავანტიურის დაწყებიდან, რუსეთის ჯარებმა, მოსაზღვრე რაიონებში გაანადგურეს მოწინააღმდეგის 3800 სამხედრო, 54 ტანკი, 48 ჯავშანტრანსპორტიორი, 280-ზე მეტი სხვა ჯავშანმანქანა, 27 საარტილერიო დანადგარი, ხუთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, საინჟინრო ტექნიკის ოთხი ერთეული...
დასავლეთი შეშფოთებულია. ამერიკელი სამხედრო ექსპერტი დევიდ ექსი, Forbes-შიგამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს: „უკრაინული არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ორჯერ მეტ საბრძოლო ტექნიკას კარგავს, ვიდრე ფრონტის ხაზზე დონბასში“.
პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილე საბრინა სინგხმა ბრიფინგზე განაცხადა: „თქვენ ნახეთ, დროთა განმავლობაში როგორ შეგვქონდა ცვლილებები და ვამატებდით სხვა და სხვა შესაძლებლობებს და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვაგრძოთ ამის კეთება“. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა: “თუ რუსეთი ფრონტის გაფართოებას შეეცდება, უკრაინა უფლებას მიიღებს, მიზნები დიდ მანძილზე გაანადგუროს’. რა მოუვა ამის შემდეგ უკრაინას, დასავლეთში არავის აინტერესებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციებს და პასუხს არ აგებს მათზე