თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. თბილისში 9-15 სექტემბერს გასტრონომიული კვირეული გაიმართება, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მიშლენის შეფ-მზარეულები მიიღებენ მონაწილეობას.
ცნობილ ქართველ შეფ-მზარეულებთან ერთად, თბილისი გასტრო კვირეულის ვახშმების სერიას უმასპინძლებენ კულინარიის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: როდოლფო გუცმანი, კრისტიანო ტომეი, სემ ბაქლი, ვიქტორია ბლეიმი, კლემენტ ბუვიე და ბო სონგვისავას და დილან ჯონსის ვარსკვლავური დუეტი.
ღონისძიებაზე გაიმართება ექსკლუზიური დეგუსტაციები და წარმოდგენილი იქნება მსოფლიო დონის კულინარიული ნიმუშები.
ბილეთების და განრიგის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ვებგვერდზე უახლოეს დღეებში განთავსდება.