სამტრედიაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.