მიმოხილვა: რუსეთის სამხედრო ფლოტს წელს ახალი წყალქვეშა ნავები შეემატება

Sputnik
რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მოწინააღმდეგესთან უპირატესობას უზრუნველყოფენ, თითქოს, ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ ძალიან მძლავრი ატომური „სუბმარინები“, რომლებიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის სარაკეტო შეიარაღებით - წყალქვეშა ხომალდებით 955А "Борей-А" და მრავალმიზნობრივი დანიშნულების 885М "Ясень-М".
სულ მალე კი რუსულ სამხედრო საზღვაო ფლოტს შეემატება ახალი სარაკეტო კრეისერები "Князь Пожарский" და "Архангельск". .
რუსეთის სარაკეტო-ბირთვული წყალქვეშა ფლოტის დინამიური განვითარება აშშ-სა და ნატოს არ უტოვებს საკუთარი უპირატესობის ილუზიებს, დაუსჯელობის შეგრძნებას და „ჰეგემონიის“ იმედებს. რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის უახლესი სტრატეგიული შეიარაღება აკავებს დასავლეთის უგუნურ აგრესიას ევროპასა და მსოფლიო ოკეანეს ეკონომიკურად მნიშვნელოვან რაიონებში.
ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის გამოუსწორებელი ზარალის მიყენებისათვის საკმარისია პროექტ 955-ს ერთი წყალქვეშა რაკეტმზიდის გასროლაც კი. ნატოს ქვეყნებთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ჰიპოთეტურ სიტუაციაში, პროექტ "Борей" და "Борей-А" რვა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა კრეისერს შეუძლია, მიზნებისკენ გაუშვას 1200-ზე მეტი, 100-1500 კილოტონიოს სიმძლავრის თერმობირთვული ჰიპერბგერითი ბლოკი.
ეს სრულიად საკმარისია, მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბრძოლო პოტენციალის ოპერატიული და გარანტირებული განადგურებისათვის. ამერიკის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ფორესტმა აღნიშნა: „პროექტ 955-ს რუსული სუბმარინები აშშ-ს უსაფრთხოებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე