თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველო მსოფლიოში 68-ე ადგილზეა მობილური ინტერნეტის სიჩქარით, ნათქვამია გლობალური ინტერნეტის ინდექსი (Speedtest by Ookla Global Index) რეიტინგში.
პოპულარული ინტერნეტ-სერვისი Speedtest.net ყოველთვიურად ადგენს Speedtest Global Index-ის ინტერნეტთან დაკავშირების სიჩქარის რეიტინგს, რომელიც მოიცავს მონაცემებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის შესახებ. 2023 წლის Speedtest Global Index-ის მიხედვით, საქართველო 74-ე ადგილზე იყო. მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 31,76 მბიტ/წმ იყო.
მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით არის 38,43 მბიტ/წმ, ამ მონაცემებით საქართველო გვატემალასა და ირანს შორისა აღმოჩნდა.
Ookla-ს მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს აქვს ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი 360 მბიტ/წმ, შემდეგ მოდის ყატარი 344 მბიტ/წმ და ქუვეითი 232 მბიტ/წმ სიჩქარით.
საქართველოს მეზობლები აზერბაიჯანი და სომხეთი 49-ე და 81-ე ადგილზე არიან.
მობილური ინტერნეტის სიჩქარე შეერთებულ შტატებში არის 105 მბიტ/წმ, საფრანგეთში - 104 მბიტ/წმ, ხოლო გერმანიაში - მბიტ/წმ.
სიაში სულ 111 ქვეყანაა. ბოლო ადგილზეა იემენი 7,26 მბიტ/წმ.