ქართულ ბანკებში ერთ თვეში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა - მონაცემები განახლდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1–ელი ივლისის მდგომარეობით 50,95% შეადგინა
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის 1-ელი ივლისისთვის საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 54,83 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,85 მლრდ ლარით, ანუ 3,4%-ით მეტია 2024 წლის ივნისის დასაწყისის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 885,53 მლნ ლარით, ანუ 3,84%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 965,1 მლნ ლარით, ანუ 3,23%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1–ელი ივლისის მდგომარეობით 50,95% შეადგინა, რაც 0,74 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის 1–ელი ივნისის მაჩვენებელზე.
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,83% შეადგინა, მათ შორის 9,02% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,91% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ივნისის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.