თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი.
ალენ დელონი 8 ნოემბერს 89 წლის გახდებოდა.
„ალენ ფაბიენი, ანუშკა, ენტონი და [მისი ძაღლი] ლუბო დიდი მწუხარებით იუწყებიან მამის გარდაცვალებას შესახებ. ის მშვიდად გარდაიცვალა საკუთარ სახლში, დუშიში, სამი შვილის გარემოცვაში“, - წერს ფრანგული მედია.
გარდაცვალების მიზეზი მითითებული არ არის.
2019 წელს, ინსულტის შემდეგ, ალენ დელონმა განუცხადა შვეიცარიულ გამოცემა L'Illustre-ს, რომ ის ევთანაზიის წინააღმდეგი არაა.
„მე მძულს დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, ის გულს მირევს”, - თქვა მან 2018 წელს. მსახიობმა აღიარა, რომ თუ მისი ძაღლი მისი გარდაცვალების მომენტისთვის ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება, ექიმს სთხოვდა ინექციის გაკეთებას, რომ ისიც მოკვდეს. 2022 წლის მარტში კი მსახიობის შვილმა ენტონი დელონის განაცხადა, რომ მამამისის გვერდში იქნებოდა, როცა ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტდა.