რამდენი ფული გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

წლის დასაწყისიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი-ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 26,7%-ით შემცირდა და 1.954,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში - 2024 წლის იანვარი-ივლისი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

რუსეთი

374,3

-68,7

იტალია

323,5

9,6

აშშ

315,0

33

საბერძნეთი

147,4

6,3

ისრაელი

142,3

14,2

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 374,3 მილიონი დოლარი - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,2%-ია.
ივლისში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის ივლისში 21,8%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 298,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2024 წლის ივლისი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

აშშ

50,3

24,5

იტალია

48,9

6,6

რუსეთი

45,5

-38,6

გერმანია

24,7

18

საბერძნეთი

23,2

5,8

ივლისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 45,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 15,3%-ია.მიმდინარე წლის ივლისში რუსეთიდან 38,6%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33,5 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,1%-ით ნაკლებია.
2024 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში 207,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,1%-ით მეტია.