მოსაზრება: სუმის „ტაქტიკური გარღვევა“ უკრაინის არმიის არაძმათა სასაფლაოდ იქცა

Sputnik
ბანდერეველების უგუნური შეტევა კურსკის ოლქის რაიონების მიმართულებით, „აღმოსავლეთ ფრონტზე“ უკრაინის არმიის კატასტროფული მდგომარეობის შედეგია, კიევის რეჟიმის მცდელობაა, შეაჩეროს რუსეთის შეტევა დონბასში. მაგრამ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ საკმაო რეზერვები „ახალი, „ჩრდილო ფრონტის“ ჩამოსაყალიბებლად... სუმის „ტაქტიკური გარღვევა“ სულ უფრო იქცევა უკრაინული არმიისათვის სასაფლაოდ და ნაგავსაყრელად - ნატოს დამწვარი ჯავშანტექნიკისათვის.
კურსკის ოლქის მოსაზღვრე რაიონებში რუსული საჯარისო დაჯგუფების „სევერის“ ქვედანაყოფებმა გადაკეტეს მოწინააღმდეგის წინსვლა და მეთოდურად ანადგურებენ დაუპატიჟებელ სტუმრებს - მოტორიზებულ სამანევრო ჯგუფებს, ტყის ზოლებში მოკალათებულ უკრაინელ ქვეითებს, უცხოელი დაქირავებულების რაზმებს. სუმის ოლქიდან უკრაინის ჯარის მომარაგებისა და გამაგრების გზები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად არტილერიის ცეცხლ ქვეშ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საბრძოლო მოქმედებების ერთი კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ დაკარგა: 2300-მდე სამხედრო, 37 ტანკი, 32 ჯავშანტრანსპორტიორი, 18 საქვეითო საბრძოლო მანქანა, 192 სხვა ჯავშანმანქანა, 85 ავტომობილი, ოთხი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 15 საარტილერიო დანადგარი...
კურსკისა და მოსაზღვრე ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქებში 10 აგვისტოდან კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს - „ მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მოწინააღმდეგის მიერ დივერსიული ტერორისტული აქტების საფრთხეების ჩადენის აღსაკვეთად“. კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, დადგენილია შეზღუდვები გადაადგილებაზე, საშიში საწარმოების მუშაობაზე, სატელეფონო კავშირზე, წამლებისა და ალკოჰოლის გაყიდვაზე, გათვალისწინებულია მოქალაქეების ევაკუაცია (განსახლება) საშიშ რაიონებიდან.
დაწესებულია ბლოკ-საგუშაგოები სატრანსპორტო საშუალებების შესამოწმებლად... რუსულმა ჯარებმა მოწინააღმდეგის უფრო ეფექტიანად განადგურების საშუალება მიიღეს - მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ყოველგვარი საფრთხის გარეშე. ბანდერეველები უკან იხევენ და ბრძოლის ველზე დაზიანებულ ტექნიკა სა დაღუპულების გვამებს ტოვებენ.
სპეცდანიშნულების რაზმის „აჰმატის“ მეთაურმა აპდი ალაუდინოვმა განაცხადა, რომ ურკრაინის არმიის ქვედანაყოფები სუჯას არ აკონტროლებენ...
კურსკის ოლქის გუბერნატორის თანაშემწემ აღნიშნა, რომ მდგომარეობა დაბალანსებულია - უკრაინული არმია ყოველდღიურად ელიტური მებრძოლების ორ ასეულს და ტექნიკის 25-30 ერთეულს კარგავს. მეტიც, რუსეთის არმია მეთოდურად განახორციელებს სარაკეტო დარტყმებს მოწინააღმდეგის ძალებსა და საშუალებებზე სუმის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დანაკარგებს არავინ ითვლის.
დასავლეთში ილუზიებით უკვე არავინ იკვებება, ყველასათვის ნათელია, რომ უკრაინის ჯარის წინსვლა ბლოკირებულია. გაზეთმა Газета The New York Times უკრაინის ოპერაციას მსხვილი ავანტიურა უწოდა...
სააგენტო Bloomberg იუწყებოდა, რომ კიევმა წინასწარ მიიღო აშშ-სა და ევროკავშირიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის „კურთხევა“, მაგრამ ვაშინგტონი საგრძნობ დისტანცირებას ახდენს, ანუ, სერიოზული შედეგების ერიდება.
ბრიტანული გაზეთი газета Financial Times წერს, რომ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტი, დასავლეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ემზადება ევროპაში განლაგებული ნატოს ობიექტების განადგურებისათვის ასეულობით ბირთვული ქობინით.
რუსეთის გაეროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ მსოფლიო საზოგადოება გააფრთხილა, რომ უკრაინული არმიის კურსკის ოლქში შეჭრის მერე, რუსეთის მოლაპარაკებების უწინდელმა პირობებმა ძალა დაკარგეს; „ კიევის რეჟიმმა მხოლოდ კაპიტულაცია დაიმსახურა“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე