კასპიის საერთაშორისო მედიაფორუმი ასტრახანში გაიმართება

Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ასტრახანში კასპიის IX საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართება, რომელშიც ჟურნალისტები, ბლოგერები და ხელისუფლების წარმომადგენლები მიირებენ მონაწილეობას, იუწყება „რია ნოვოსტი“ ასტრახანის რეგიონის გუბერნატორ იგორ ბაბუშკინზე დაყრდნობით.
„საერთაშორისო ღონისძიება ჩვენს რეგიონში 16 და 17 აგვისტოს გაიმართება. წელს მთავარი თემა იქნება „კულტურების დიალოგი - კასპიის რეგიონის განვითარების საფუძველი“, - დაწერა მან ტელეგრამ-არხზე.
გუბერნატორმა ღონისძიებაზე ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და ხელისუფლების წარმომადგენლები მიიწვია, სადაც ისინი მედიაში ეფექტური ინსტრუმენტებისა და მექანიზმების თაობაზე იმსჯელებენ კასპიის რეგიონის ხალხებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.
ღონისძიებაზე აზერბაიჯანის, ირანის, თურქმენეთის, ყაზახეთის დელეგაციები, ასევე ბელორუსისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ჩავლენ. ფორუმის მთავარი პლატფორმა ასტრახანის ოპერისა და ბალეტის თეატრი იქნება.