თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№1 – „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი”;
№2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”;
№3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;
№4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
№6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;
№7 – „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები”;
№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
№9 – „ლელო საქართველოსთვის”;
№10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
№11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;
№12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;
№13 – „საქართველოს სოციალ - დემოკრატიული პარტია”;
№14 – „მესამე გზა”;
№15 – „სამართლიანობისთვის”;
№16 – „შეცვალე საქართველო”;
№17 – „საქართველო”;
№18 – „პროგრესი და თავისუფლება”;
№19 – „დემოკრატთა ალიანსი”;
№20 – „თავისუფალი საქართველო”;
№21 – „ტრიბუნა”;
№22 – „კანონი და სამართალი”;
№23 – „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა”;
№24 – „მწვანეთა პარტია”;
№25 – „გახარია საქართველოსთვის”;
№26 – „მემარცხენე ალიანსი”;
№27 – „ქართველ ერთობა”;
№36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;
№41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”;
№48 – „ანა დოლიძე - ხალხისთვის”.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.