ალიხანოვმა BRICS-ს ახალი წინადადებით მიმართა

Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ანტონ ალიხანოვმა BRICS-ის ქვეყნებს ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობაზე მსჯელობა შესთავაზა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
კერძოდ, საუბარია საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსისთვის გაზის ტურბინების ერთობლივ წარმოებაზე.
„ამ ტექნოლოგიების განვითარება შეიძლება გახდეს მამოძრავებელი ძალა მრავალი მომიჯნავე დარგისთვის და ახალი კომპეტენციების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყნებში. ამაში ჩვენ ვხედავთ ძალიან კარგ პერსპექტივებს უკვე არსებული გამოცდილებისა და პროექტების, ასევე გაფართოებადი ბაზრის გათვალისწინებით BRICS-ის სივრცეში“, - აღნიშნა ალიხანოვმა.
BRICS — ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება 2010 წლის დეკემბრიდან. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.