თბილისში ხელმეორედ გამოცხადდა აუქციონი შენობაზე, სადაც თავშესაფარიც უნდა მოეწყოს

ლოტის საწყისი ღირებულება, რომელიც მოიცავს შენობას, სარდაფს და 3694 კვადრატული მეტრის ფართის მიწის ნაკვეთს, 6,5 მილიონი ლარია.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ თბილისის ცენტრში, კოსტა ხეთაგუროვას ქუჩაზე მდებარე შენობა აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიტანა - საგანგებო სიტუაციებისთვის იქ თავშესაფრის მოწყობის პირობით.
ლოტის საწყისი ღირებულება, რომელიც მოიცავს შენობას, სარდაფს და 3694 კვადრატული მეტრის ფართის მიწის ნაკვეთს, 6,5 მილიონი ლარია.
აუქციონის პირობაა მინიმუმ ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებში ოთხი წლის განმავლობაში, შემდეგ კი ექვსი თვის განმავლობაში არანაკლებ 300 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე სამოქალაქო საგანგებო თავშესაფრის მოწყობა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გადასცემს სახელმწიფო სარგებლობაში, მისი ფუნქციონირების შენარჩუნებით.
უჩვეულო შენობაზე პირველი აუქციონი 23 ივლისს გამოცხადდა, მაგრამ ობიექტის შეძენის მსურველები მაშინ არ გამოჩნდნენ.